TürkçeქართულიEnglishRussian

ფირმის შესახებ

შპს „UZ-AR მუჰენდისლიქ ქიმ. სან. ვე დიშ თიჯ.“ და შპს „ბაჰარი“, 1992 წლიდან ახორციელებს საქმიანობას წყლისა და საკანალიზაციო წყლის გამწმენდი, წყლის გამაჯანსაღებელი სისტემების და ქიმიური საშუალებების სფეროში. წარმოება დაიწყო 2005 წელს სტამბოლში, იქითელლის ორგანიზებულ სამრეწველო ზონაში. „UZ-AR“-ი აკმაყოფილებს შესაბამისი პროდუქციის, სისტემების, აღჭურვილობის, მომსახურებისა და კლიენტის მოთხოვნებს და საჭიროებებს ყველა იმ სექტორსა და გამოყენების სფეროში, სადაც გამოიყენება წყალი საყოფაცხოვრებო და/ან სამრეწველო თვალსაზრისით და წარმოიქმნება საკანალიზაციო წყალი, ასევე საჭიროებს დასუფთავებასა და მოვლას.
„უზ-არ“ და შპს „ბაჰარი“ ეწევიან საქმიანობას სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების, სახლების, კომპლექსების, სკოლების და მსგავს საყოფაცხოვრებო სფეროებში და სამრეწველო ობიექტებზე გათბობის, გაგრილებისა და ორთქლის სისტემებზე, სადაც ხდება წყლის გამოყენება, ნადების, კირქვის და კოროზიის წარმოქმნის საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებების წარმოების, გამოყენების პროგრამების, წყლისა და საკანალიზაციო წყლის გამწმენდი სისტემების პროექტირებების, განხორციელებისა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხებზე.
„უზ-არ“ და შპს „ბაჰარი“ ახორციელებს მომსახურებას გამოცდილი გუნდით, ღია და დახურული საცურაო აუზების პროექტირების, მშენებლობის და ექსპლუატაციის საკითხებში, რომლებიც გამოიყენება სპორტული, გამაჯანსაღებელი და ტურიზმის მიზნებით.

 საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით მნიშვნელობის მქონე აუზის წყლის ქიმიური საშუალებების და სადეზინფექციო საშუალებების წარმოება ხორციელდება, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს თურქეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულების ლიცენზიის მფლობელ ჩვენს საწარმოში. ჩვენი პროდუქციის გამოყენებას, რომელზე განხორციელებულია ლიცენზირება და შეტყობინებები, ხორციელდება ჩვენი გამოცდილი ჯგუფის მხრიდან სამართლებრივი და ტექნიკური პირობების მიხედვით შემოწმების სახით.
„UZ-AR“ და შპს „ბაჰარი“, მათ მიერ წარმოებული პროდუქციით და სისტემებით, ჩვენს პლანეტაზე, სადაც მცირდება რესურსები, წყლისა და ენერგოოს დაზოგვის უზრუნველყოფით ახორციელებენ წვლილის შეტანას ჩვენი ქვეყნის და აქედან გამომდინარე მსოფლიო ეკონომიკაში, ამასთანავე, გვერდში უდგანან კლიენტებს, ისეთი შეფასებადი ღირებულებებითაც, როგორიცაა კირქვისა და კოროზიის საწინააღმდეგო პროდუქციის მეშვეობით სისტემების სიცოცხლიუნარიანობის გახანგრძლივება, გათბობისა და გაგრილების სისტემების მცირე დანახარჯებით ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა, სამრეწველო წყლების ჰიგიენური შემოწმების ჩატარებით სისტემის წყლების დაავადების გამომწვევი ზემოქმედებების აღმოფხვრა, აუზის წყლების ჰიგიენის უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაცვა.

  „UZ-AR“ და შპს „ბაჰარი“ გახდა დაწესებულება, რომელიც სწორად აცნობიერებს ქვეყანაში განვითარების დონის თანაფარდობას ქიმიის სფეროში არსებულ მდგომარეობასთან და როგორც ლიდერი, თავისი მიდგომით ზრდის კონკურენციის შესაძლებლობას ქიმიის სექტორში. ამ მხრივ, იმ სექტორებისთვის, სადაც ის ახორციელებს მომსახურებას, ახალი პროდუქციის გამოშვება, მომსახურე პერსონალის გადამზადება და ასეთი სახით ხარჯების შემცირება, პროდუქტიულობის გაზრდა, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს უფრო მეტად დაცვა და კლიენტებისთვის ინტეგრირებული გადაწყვეტების შეთავაზებაა.  „UZ-AR“-ი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მომწოდებლებს და მომხმარებლებს, რითაც მიზნად ისახავს მათთვის დამატებითი ღირებულების შექმნას, ამასთანავე ქვეყნის ეკონომიკაში წვლილის შეტანასაც.  

 „UZ-AR“ და შპს „ბაჰარი“, აცნობიერებს „კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას“ და ყველა თავის მეწილის მიმართ აქვს „ეთიკის“ და „პასუხისმგებლობის ქონის“ პრინციპი, თავის ყველა საქმიანობაში წინა პლანზე აყენებს სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებას და იჩენს ყურადღებას მის მიმართ.
 ჩვენი კომპანია მზარდი გრაფიკით და ჩამოყალიბებული კორპორატიული პიროვნულობით, გახდა სექტორის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიათაგანი. ჩვენი კომპანია, რომელიც წინა წელთან შედარებით ყოველწლიურად იზრდება, ჩვენი განახლებული და განვითარებული ტექნოლოგიის მეშვეობით მუდმივად აუმჯობესებს პროდუქციის ასორტიმენტს, სამართლებრივი და ტექნიკური პირობების შესაბამისად.

 ჩვენს პროდუქციაზე, რომლებიც წარმოდგენილია „UZ-AR“ და „PERAPOOL CHEMICALS“ ბრენდის აუზის ქიმიური საშუალებების სახით, არსებობს მოთხოვნა, როგორც თურქეთში ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.
„UZ-AR“-ისა და შპს „ბაჰარი“-ს ინტეგრირებული მართვის სისტემა (ISO 9001, ISO 14001 და OHSAS 18001), პროდუქციასთან დაკავშირებით წარმოადგენს პროდუქციის შესაბამისობისა და ხარისხის აღქმის მდგრად გარანტიას, რასთან დაკავშირებითაც ხდება ყველა აუცილებელი შეტყობინების მიღება და ნებართვების აღება. „UZ-AR“-მა ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე საიმედოობის წარმართვის და დადასტურების მიზნით, ნებაყოფლობით უზრუნველყო საერთაშორისოდ აღიარებული კომპანია NSF -ის მხრიდან საწარმო ობიექტისა და პროდუქციის სერტიფიცირება და სიამაყით იზიარებს, რომ დაამტკიცა თავისი პრინციპებისა და მდგრადი პოლიტიკის დანერგვის განხორციელება.
ჩვენი ხედვა..
თურქეთისა და მსოფლიო ბაზრებზე კონკურენტებისგან განსხვავებულობის შექმნა, ლიდერობისკენ სწრაფვა და ბრენდინგი, საბაზრო წილის გაზრდა, ადამიანის, გარემოს და ტრადიციების მიმართ პატივისცემა და მდგრადი სახით წინსვლის განხორციელების შესაძლებლობა ყველა თანამშრომელთან, მეწილეებთან და პარტნიორებთან ერთად.


 
ჩვენი მისია..

UZ-AR მუჰენდისლიღი და შპს „ბაჰარი“, აწარმოებს კლიენტზე ფოკუსირებულ და პროცესებზე ორიოენტირებულ, მუდმივი განვითარების მეშვეობით მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციას, ქმნის მომწოდებლების, მომხმარებლების და დასაქმებულების ერთ მთლიანობას, UZ-AR-ის კორპორატიული კულტურით და მდგრადობის გააზრებით იცავს ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს, ემორჩილება უნივერსალურ ღირებულებებს, უზრუნველყოფს და წარმართავს შრომის ჯანრთელობას და უსაფრთხოებას, ასრულებს ყველა საქმიანობას სამართლებრივი პირობებისა და საერთაშორისო პროგრამების შესაბამისად, ამოწმებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგიის გამოყენებას, რითაც მხარს უჭერს საზოგადიებას და აძლიერებს მათ ღირებულებას.
ჩვენი ინტეგრირებული პოლიტიკა

 შპს „UZ-AR მუჰენდისლიქ ქიმია სან. ვე დიშ თიჯ.“ და შპს „ბაჰარი“, წყლის გაჯანსაღებისა და აუზის ქიმიური საშუალებების, სამრეწველო მომსახურების პროდუქციის წარმოების, რეალიზაციის და გამოყენების საქმიანობებს ახორციელებს, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების, სამართლებრივი და ტექნიკური პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს მათ მიერ წარმოებული და შემუშავებული პროდუქციისა და მომსახურებების ხარისხის გარანტიას. მომხმარებელზე ფოკუსირებული მიდგომით, მათ მიერ განსაზღვრული პროცედურების მიხედვით, რაც მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებას და გარემოს და მუდმივი გაუმჯობესების გააზრებით, მიზნად ისახავს კლიენტის კმაყოფილების მუდმივად განვითარებას.   
შპს „UZ-AR მუჰენდისლიქ ქიმია სან. ვე დიშ თიჯ.“ და შპს „ბაჰარი“ მიზნად ისახავს, მის მიერ სექტორში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით წარმოქმილი, ჩვენი მომწოდებელი კომპანიებით დაწყებული, ჩვენი მომხმარებლებით დამთავრებული მიწოდების ჯაჭვი, მოიგე-მოაგებინე პოლიტიკით, შეამოწმოს  სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებში, რეკომენდაციების სისტემის მეშვეობით განახორციელოს გაუმჯობესებები და გააგრძელოს ერთიანობა.

 შპს „UZ-AR მუჰენდისლიქ ქიმია სან. ვე დიშ თიჯ.“-მა, იმ დასაქმებულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც მისაღებია თავისი პოლიტიკა და გააზრებულად ახორციელებენ და უჭერენ მხარს, ტრეინინგებისა და საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფის მიზნით, კვალიფიკაციის და მოტივაციის, კმაყოფილების ზრდის, ღია კომუნიკაციის მეშვებოთ დანერგა გუნდური მუშაობის, კონტროლისა და შეფასების პროცედურები და ახორციელებს მათ.
შპს „UZ-AR მუჰენდისლიქ ქიმია სან. ვე დიშ თიჯ.“ და შპს „ბაჰარი“ უზრუნველყოფენ შრომის ჯანრთელობისა და უსაფრთხოების, გარემო პირობებთან თავსებადობას უმაღლეს დონეზე, ასევე უსაფრთხო სამუშაო გარემოს და დასახული აქვთ უწყვეტი განვითარების პრინციპი, დასაქმებულთა ჯანმრთელობის დასაცავად განსაზღვრონ და შეამცირონ რისკები, უზრუნველყონ ჯანსაღი, უსაფრთხო გარემო ყველა შესაბამისი მხარისათვის, აიყვანონ კონტროლზე რისკები, გაითვალისწინონ კარგი წარმოებისა და  ლაბორატორიული პროგრამების მნიშვნელობა და აწარმოონ ჰიგიენის დაცვით, განახორციელონ ინვესტიცია თანამედროვე ტექნოლიგიებში, გამოიყენონ ყურადღებით.
შპს „UZ-AR მუჰენდისლიქ ქიმია სან. ვე დიშ თიჯ.“ და შპს „ბაჰარი“, ხარისხის, გარემოს, პროდუქციის უსაფრთხოების, შრომის ჯანრთელობისა და უსაფრთხოების მართვის სისტემების პირობების შესრულებას და ეფექტურობის უწყვეტ გაუმჯობესებას, საჭირო რესურსების უზრუნველყოფას, ბუნებრივი გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების სახით მის დაცვაზე ფოკუსირებას და  ადამიანისა და გარემოს მიმართ პატივისცემას, ნარჩენების შემცირებას, გადამუშავების კოეფიციენტის გაზრდას, ბუნებრივი რესურსების გამოყენების შემცირებას, შეზღუდული და აკრძალული ქიმიური ნივთიერებების ნაცვლად გარემოს მეგობარი პროდუქციის შექმნას, ენერგიის ეფექტურად გამოყენებას, განახლებადი ენერგო რესურსების ენერგიიის გამოყენებაში წილის გაზრდას ხედავს, როგორ გარანტიას მომავალშიც არსებობისა.
შპს „UZ-AR მუჰენდისლიქ ქიმია სან. ვე დიშ თიჯ.“ იღებს ვალდებულებას, რომ ISO 9001:2008, ISO 14001 VE OHSAS 18001 სტანდარტების შესაბამისად ჩვენს მიერ შექმნილ UZ-AR-ის ინტეგრირებული მართვის სისტემას, დაიცავს სამართლებრივი კანონმდებლობისა და ნებაყოფლობითი სახით ჩვენს მიერ დანერგილ სხვა მოთხოვნებს და ეს პოლიტიკა ღია იქნება ყველა დასაქმებულისთვის, მომწოდებლისთვის და მომხმარებლებისთვის, მესამე მხარისათვის.
ინოვაცია
ინვოვაციის მნიშვნელობა „UZ-AR“-სა  და „ბაჰარი“-ში; ყველა ჩვენი პარტნიორისთვის წარმოადგენს სიახლეს, რომელიც ქმნის ღირებულება. ის არის „UZ-AR“-ისა  და ყველა ჩვენი პარტნიორისთვის ახალი ღირებულების შემატებისა და მისი მდგრადი ფორმით გაგრძელების შესაძლებლობა.
ვიცით, რომ დღევანდელ ეკონომიკაში, სადაც ასე ძლიერია კონკურენცია, არსებობისა და დიფერენციაციის ერთადერთი გზა გადის ინოვაციაზე. ინოვაციას განვიხილავთ, როგორც განმეორებად, დისციპლინურ პროცესს. ამ მხრივ, მსგავსად წარმოების, მარკეტინგის, გაყიდვების, ფინანსების, ადამიანური რესურსების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კორპორატიული კომუნიკაციების და ა.შ. დისციპლინებისა,  კოორდინაციას ვუწევთ უმაღლეს დონეზე და ვმართავთ.

 ინოვაციას ვიყენებთ არა მხოლოდ ჩვენს პროდუქციასა და მომსახურებებში, არამედ ჩვენს პროცესებში და ბიზნესის კეთების ფორმებშიც. გვჯერა, რომ მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს ყველას ჩართულობას არის მნიშვნელოვანი და ამ მიამრთულებით ვანვითარებთ ადამიანურ რესურსებს და ჩვენს საკომუნიკაციო პოლიტიკას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს დაწესებულება შესაძლებელია იყოს შემოქმედებითი იმდენად, რამდენადაც თავისი თანამშრომლები.
ბოლო მომხმარებლები და ჩვენი კომპანიები, რომლებიც მათ აწვდიან ჩვენს პროდუქციას, ჩვენთვის ყოველთვის იმყოფებიან ინოვაციის გულში. იმისათვის, რომ შევძლოთ ინოვაციაში წარმტების მიღწევა, ვქმნით და ვაწარმოებთ პროდუქციას  და მომსახურებებს, რაც მოლოდინს აჭარბებს, თუმცა ღირებულებების ფარგლებში და მიზნად ვისახავთ შევქმნათ განსხვავებულობა. ამისათვის, რაც შეიძლება მეტ დროს ვატარებთ ჩვენს მომხმარებლებთან ერთად და ვცდილობთ გავიგოთ მათი უკუკავშირები და შევაფასოთ. ჩვენს პროდუქციას ვქმნით და ვანვითარებთ ამ მონაცემების ფონზე.
ჩვენს ინოვაციურ საქმიანობებში, ჩვენს მომწოდებლებთან ერთად მივიწევთ წინ მოიგე-მოიგე პრინციპით.
მდგრადობა
„UZ-AR“-ს და „ბაჰარს“, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ საკუთარი პატივისცემის გრძნობით მიღებული აქვთ მდგრადობის პრინციპები ჰოლისტიკური დამოკიდებულებით, წარმოებიდან მარკეტინგულ საქმიანობამდე და ადამიანური რესურსებიდან ლოჯისტიკამდე. „UZ-AR“-ი ჰოლისტიკურ მდგრადობას აგრძელებს ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი მასშტაბებით, დღეიდან მომავლის მიმართ თავსებადი დაგეგმარების განხორციელებით. ამ კონტექსტში, პროდუქციის, მომსახურების, ბრენდის, საქმიანობის სფეროს, ბიზნეს პროცესების და ოპერაციების ინტეგრაციის მიზნით, აგრძელებს თავის საქმიანობას შესაბამისად, როგორც მოხალისე.

  ჩვენ ვიცით, რომ ბუნებრივი რესურსები არ არის შეუზღუდავი მსოფლიოში. როდესაც მივისწრაფვით გნვითარების, ეკონომიკური ზრდის და ცხოვრების დონის ამაღლებისაკენ, ჩვენი უმთავრესი მიზანი, ყველა ინდივიდის საუკეთესო პირობებში ცხოვრების უზრუნველყოფა, რესურსების ეკონომიკური გამოყენება და მომავლის ამოწურვის გარეშე ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაა და ასევე ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის შენარჩუნებით ჩვენი წილი პასუხისმგებლობის შესრულება, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. იმისათვის, რომ ჯანმრთელმა საზოგადოებებმა იცხოვრონ კეთილდღეობაში, ვაფასებთ ჩვენს მდგრადობის პერფორმანსს, ვაკვირდებით, ვაუმჯობესებთ და ვუზიარებთ ყველა ჩვენს პარტნიორს.
ნედლეულისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების, რომლებიც გამოიყენება ჩვენს საწარმოში, შენახვის, პროცესებში მათი დამუშავების, წარმოებული პროდუქციის დასაწყობებისა და ტრანსპორტირების დროს, მოსალოდნელი საფრთხეებისგან დასაქმებულების, გარემოს და ჩვენი რეგიონის დასაცავად, განხორციელებული რისკების შეფასების სამუშაოების საფუძველზე, ხორციელდება სხვადასხვა ზომების მიღება.
შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და გარემოზე ზემოქმედების პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, ჯანმრთელობისა და გარემოს რისკების განსაზღვრა და დაგეგმვა. შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და გარემოზე ზემოქმედების რისკების განსაზღვრა და მართვის სამუშაოები;  კანონმდებლობისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი, ნარჩენების მართვის უზრუნველყოფა, ემისიების კონტროლი და პერევენცია, ქიმიური ნივთიერებების ინვენტარის შექმნა, ნარჩენების აღმოფხვრის სისტემების პროდუქტიული და ეფექტური მუშაობა, კომპანიაში გარემოს დაცვის კულტურის შემუშავება, კომპანიისა და ინდივიდების პერფორმანსის მონიტორინგის კონტროლი, ხორციელდება ინტეგრირებული მართვის სისტემაში.
ჩვენი კომპანიის ბაზაზე დასაქმებულებს, მუდმივად უტარდებათ ტრეინინგები დაგეგმარების სახით და ეძლევათ სერტიფიკატები, ხდება მათი პრაქტიკული მომზადება, ინფორმირება და მონაწილეობის უზრუნველყოფა.
ასევე, გყვავს საკითხთან დაკავშირებით მომზადებული და სერტიფიცირებული დასაქმებულები, რომლებიც ამზადებენ „უსაფრთხოების საინფორმაციო ფორმას“. ჩვენი პროდუქციის ყველა „უსაფრთხოების საინფორმაციო ფორმა“ მოწმდება არსებული კანონმდებლობის მიხედვით და გადაეცემა ჩვენს მომხმარებლებს, თურქულ და ქართულ ენებზე (მოთხოვნის შემთხვევაში სხვა ენებზე) მომზადებული სახით.   
დაბინძურების წყაროს თავიდან აცილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრინციპია. ამ კონტექსტში, გადამუშავების გამოყენების გაზრდის, ნარჩენების წარმოქმნის პრევენციისა და ნარჩენების მოცულობის შემცირების მიზნით, ვმოქმედებთ ყველ ჩვენს პარტნიორთან ერთად და ვახორციელებთ  ნარჩენების მართვის კონტროლს.

Satığımız Markaları

Logo
Logo

მოგვძებნე ჩვენ

თბილისი.  დ. აღმაშენებლის გამზ. N.133
+995 32 295 04 76 (ოფისი)

თბილისი.  ცაბაძის ქ. N.9
+995 32 234 04 76 (შოურუმი)

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.